როგორ ავიღო სესხის ახალი რეგულაციების პირობებში?

28 ივნისი 2019

როგორ ავიღო სესხის ახალი რეგულაციების პირობებში?

2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები. ცვლილებების თანახმად კაპიტალ ექსპრესში ამოქმედდა სესხის გაცემის ახალი პირობები.

დასაქმებულმა ფიზიკურმა პირმა, სესხის გაცემამდე, უნდა წარმოადგინოს ჩამოთვლილი შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტაციიდან ერთ-ერთი:

  •  ხელფასის ამონაწერი ბანკიდან;
  •  ცნობა შემოსავლების სამსახურიდან;
  •  დამსაქმებლის მიერ გაცემული ცნობა.

თვითდასაქმებული ფიზიკური პირებისთვის, აუცილებელი დოკუმენტაცია დამოკიდებულია მათი საქმიანობის პროფილზე. მაგალითად რეპეტიტორმა შესაძლებელია წარმოადგინოს მოსწავლეების და მათგან მიღებული შემოსავლის აღრიცხვის ფურცელი. ტაქსის მძღოლმა - ტაქსის ლიცენზია, მეიჯარემ - მოიჯარის წერილობითი დასტური. დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ, თითოეულს ჩაუტარდება ინდივიდუალური ფინანსური ანალიზი.

იურიდიული პირის შემთხვევაში შემოსავლების დამდასტურებელი დოკუმენტაცია არ არის საჭირო. საკმარისია მხოლოდ სამეურნეო ამონაწერის წარმოდგენა. ამის შემდეგ მოხდება შემოსავლების ინდივიდუალური შესწავლა. იურიდიული პირის სესხისთვის უზრუნველყოფის სახით მისაღებია დამფუძნებლის, პარტიორის, დირექტორატის ან/და მათი ოჯახის წევრის სახელზე გაფორმებული უძრავი ქონება. 

 

ახალი საბანკო რეგულაციების თანახმად, თუ პირი ფლობს 2 უძრავ ქონებას და ერთ-ერთს გამოიყენებს მესამე პირის სესხის უზრუნველყოფისთვის, ქონების მფლობელის შემოსავლების შესწავლა არ არის საჭირო.

ავტო სესხი სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით გაიცემა მარტივად, შემოსავლების დადასტურების გარეშე.

მიუხადავად საფინანსო სექტორში განხორციელებული ცვლილებებისა “კაპიტალ ექსპრესი”  ცდილობს მომხმარებლების მოთხოვნები გაითვალისწინოს და შესთავაზოს მაქსიმალურად მომხმარებელზე მორგებული პირობები. 

ავტო სესხი